მამაკაცი რომელსაც მაღაზია ქურდობას აბრალებდა "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და განუცხადა რომ ნივთი არ მოუპარავს.
"მოვისინჯე სათვალე და ინსტიქურად მივაწოდე ჩემ მაუღლეს, მას საკუთარი ეგონა, თავზე გაიკეთა და ასე გაგვყვა. სახლში აღმოვაჩინეთ რომ მაღაზიიდან გვქონდა წამოღებული. მოგვიანებით უკვე ვნახეთ თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციაც. გათენდა თუ არა მივედი მაღაზიაში და მივიტანე ნივთის ღირებულების თანხა. ვესაუბრე მაღაზიის მენეჯერს და გაუგებრობა ამოწურულია", - განუცხადა მამაკაცმა "ინფო რუსთავს".
მაღაზიაში აცხადებენ რომ რადგან თანხა მიიღეს პოლიციას აღარ მიმართავენ და პრეტენზიები აღარ გააჩნიათ.
შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ ინფო რუსთავის ერთერთ ჯგუფში განთავსდა ვიდეო სადაც მაღაზიის წარმომადგენელი იტყობინებოდა რომ სათვალე მოიპარეს.