"ორიგინალური" ქურდობა რუსთავში [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ჯგუფში ერთერთი მომხმარებელი სავარაუდო ქურდობის ამსახველ ვიდეოს ასაჯაროებს.
მაღაზია" ჯასტინის" წარმომადგენელი აცხადებს რომ მამაკაცმა და მისმა თანხლებმა ქალმა სათვალე მოიპარეს და მიიმალნენ.
ვიდეოში ჩანს რომ სათვალეს დახლიდან ქალი იღებს, აწვდის მამაკაცს, რომელიც მას მოისინჯავს, მერე ისევ უბრუნებს ქალს, რომელიც სათვალეს თავზე დაიმაგრებს, შემდეგ კი მაღაზიას ტოვებენ.
მაღაზიის წარმომადგენელი ითხოვს რომ ეს მამაკაცი დაბრუნდეს და მოიტანოს ნივთის საფასური.