ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2021-05-29 00:03:50

რუსთავში, თბილისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი “ნისანისა” და “ლექსუსის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, ორივე მანქანის მძღოლი დაშავებულია.

30 წლამდე მამაკაცები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები