რუსთავის "რუსთავმა" საჩემპიონო მსვლელობა მოაწყო [photo]

2021-05-28 19:10:17

რუსთავის საკალათბურთო კლუბმა "რუსთავმა" ქალაქში საჩემპიონო მსვლელობა მოაწყო.

გუნდმა საჩემპიონო თასთან ერთად, რუსთავის ცენტრალური ქუჩები მოიარა. კალათბურთელებს მოპოვებულ გამარჯვებას რუსთაველები ავტომობილებიდან ხმოვანი სიგნალებით ულოცავდნენ.

მსვლელობა კოსტავას გამზირზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანთან დასრულდა.

მოედანზე ჩემპიონ გუნდს გულშემატკივრები ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ.

საკალათბურთო კლუბს მოპოვებული წარმატება ქომაგებთან ერთად რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

შეგახსენებთ, რუსთავის საკალათბურთო კლუბი "რუსთავი" გუშიმ საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად, ქალაქს ქართული კალათბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, საჩემპიონო თასი დაუბრუნდა.