მოგლეჯილი ხე და დატბორილი ქუჩები

2021-05-09 18:48:03

რუსთავში უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.

ქარმა მე-7 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე მოგლიჯა.

გარდა ამისა, თითქმის ნახევარსაათიანი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩაზე ნიაღვარი წარმოიქმნა და მოძრაობა შეფერხდა.

წვიმის შედეგად დაიტბორა ფალიაშვილის, აღმაშენებლისა და ქუთაისის ქუჩები.