ძლიერი წვიმა რუსთავში [photo]

2021-05-09 15:27:46

რუსთავში უხვმა ნალექმა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე პრობლემები შექმნა.

თითქმის ნახევარსაათიანი ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩაზე ნიაღვარი წარმოიქმნა და მოძრაობა შეფერხდა.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ფალიაშვილის, აღმაშენებლისა და ქუთაისის ქუჩები.