ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2021-05-05 21:21:24

რუსთავში, გმირთა მემორიალთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ფოლკსვაგენის" მარკის ჯიპი და "ბე-ემ-ვე-ს" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები