ვაქცინირებული რუსთაველების რიცხვი

2021-05-04 19:13:56

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით რუსთავის მოსახლეობის 0,55% არის აცრილი.

საერთო ჯამში ვაქცინა 710 რუსთაველმა გაიკეთა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 620 პირი კლინიკა "რუსთავში" არსებულ ამცრელ პუნქტში აიცრა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა ვაქცინაციის შემდეგ რაიმე სერიოზული გართულება ან გვერდითი მოვლენა არცერთ აცრილ პირს არ გამოვლენია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები