ეპიდვითარება რუსთავში

2021-05-04 18:09:02

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 39 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული 151 სწრაფი ტესტიდან დადებითი არცერთი არ აღმოჩნდა.

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 74 პირი შეამოწმდა.

პაციენტებს როგორც ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები