“აზოტის” ხელმძღვანელობის შეთავაზება გაფიცულ თანამშრომლებს

2021-05-01 16:37:48

“რუსთავის აზოტის” ადმინისტრაციამ გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების მატების კონკრეტული მექანიზმი შესთავაზა. შეხვედრა თანამშრომლებსა და საწარმოს ხელმძღვანელებს შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კომპანიის შეთავაზების თანახმად, დასაქმებულ პირთა იმ ნაწილს, რომელთა ხელფასიც შეადგენს არაუმეტეს 1000 ლარს, ანაზღაურება 200 ლარით მოემატება. მათ კი, ვისი შრომითი ანზღურებაც 1000-დან 1500 ლარამდე მერყეობს, შეთავაზების მიხედვით, ხელფასი 100 ლარით მოემატება.

გაფიცული მუშების დიდი ნაწილი წინადადებაზე თანახმა არაა. მათი თქმით, ხლეფასის ყველა თანაშრომლისთვის თანაბრად გაზრდა უნდა მოხდეს.