ქალაქი ქალაქში [video]

2021-05-06 00:06:14

ბოლო 62 წლის განმავლობაში რუსთავის მუნიციპალური სასაფლაოს ტერიტორიაზე 31 068 ადამიანი დაკრძალეს. [ვიდეო/video]

სწორედ 1958 წლიდან მოიპოვება არქივში 65-70 ჰექტარ ფართობზე განთავსებულ რუსთავის სასაფლაოსთან დაკავშირებით ცნობები.

დრონითა და სატელიტით გადაღებულ კადრებში ადვილი შესამჩნევია, რომ ბოლო 10 წელში სასაფლაოს ტერიტორია თითქმის 1,5-ჯერ გაიზარდა.

თუკი 52 წელში, 1958-დან 2010-მდე, რუსთავის სასაფლაოზე 22 200 მიცვალებული ესვენა, ბოლო 10 წელიწადში ეს რიცხვი 8868-ით გაიზარდა.

სასაფლაოს ტერიტორიის ზრდა შეიძლება ბოლო წლებში შეცვლილი წესჩვეულებით ავხსნათ. თუკი გასულ ათწლეულებში მიცვალებულებს რეგიონებში მიასვენებდნენ და იქ კრძალავდნენ, ტენდენცია შეიმჩნევა, რომ ახლა ადამიანები არჩევენ, ოჯახის გარდაცვლილი წევრი მათთან რაც შეიძლება ახლოს იყოს დაკრძალული.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები