"20 კაცი იურისტებთან ერთად შევდივართ" [photo]

2021-04-28 13:02:11

"რუსთავის აზოტის" გაფიცული თანამშრომლები ხელმძღვანელიბასთან შესახვედრად შედიან.

როგორც გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, შეირჩევა 20 ადამიანი, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესის ცენტრის" იურისტებთან და იურსტ ალექსანდრე კობაიძესთან ერთად, საწარმოს დირექტორთან შესახვედრად შევლენ.

მათი თქმით, მოისმენენ კომპანიის პოზიციას და შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციას დანარჩენ გაფიცულ თანამშრომლებს გააცნობენ.

"20 კაცი იურისტებთან ერთად შევალთ. შევხვდებით საწარმოს ხელმძღვანელებს.  არაფერს ხელს არ მოვაწერთ", - განაცხადეს გაფიცულმა თანამშრომლებმა.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავის აზოტის" თანამშრომლები უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების ზრდაა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები