"ნახევარი საათი აქვთ დრო, ათვლა დაიწყო"

2021-04-27 14:23:43

"რუსთავის აზოტის" გაფიცულმა თანამშრომლებმა საწარმოს ხელმძღვანელებს ნახევარ საათიანი დრო მისცეს, რომ მათთან დიალოგი დაიწყონ.

გაფიცულები ხელმძღვანელებთან ჟურნალისტებისა და იურისტების გარეშე მოლაპარაკებებზე შესვლას არ აპირებენ.

"შეხვედრა და საუბარი გვინდა. არავინ არ გამოდის, ითხოვენ 20 კაცის შესვლას. მივდივართ მაგ თანხმობაზეც, იურისტებთან და ჟურნალისტებთან ერთად. ვაძლევთ ნახევარ საათს. თუ არ შეგვხვდებიან ტელევიზიებთან და იურისტებთან ერთად, გავაგრძელებთ პროტესტს. გაიშლება კარვები. იმდენხანს გავჩერდებით, რამდენიც საჭირო იქნება. არ შევუშვებთ შემდეგ ცვლას. ნახევარი სათი აქვთ დრო, ათვლა დაიწყო",- განაცხადეს რუსთავის აზოტის გაფიცულმა თანამშრომლებმა.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავის აზოტის" თანამშრომლები ხელფასების ზრდას ითხოვენ. თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი საწარმოს ცენტრალურ შესასვლელს გადაკეტავენ და საწარმოს გამართულად ფუნქციონირების საშუალებას არ მისცემენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები