"თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ კარვებს გავშლით"

2021-04-27 13:20:46

"თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ კარვებს გავშლით", - აცხადებენ "რუსთავის აზოტის" გაფიცული თანამშრომლები.

თანამშრომლების თქმით, თუკი საწარმოს ხელმძღვანელები მათთან დიალოგს არ დაიწყებენ და ხელფასები არ გაიზრდება, საწარმოს ცენტრალურ შესასვლელს გადაკეტავენ.

ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ მისცემენ არცერთ სატვირთოს და საჭიროების შემთხვევაში გაშლიან კარვებსაც.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, თანახმა არიან აქციის მონაწილეებიდან 15-20 კაცი შეირჩეს და მათთან დაიწყონ მოლაპარაკებები.

აქციის მონაწილეები ასეთი ტიპის შეხვედრაზე თანახმა არიან, თუკი მას მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რაზეც კომპანია უარს აცხადებს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები