აიკრძალება თუ არა რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებით გადაადგილება

2021-04-26 17:32:27

3-დან 12 მაისის ჩათვლით დაწესებული შეზღუდვები რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებს არ შეეხება.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სააღდგომოდ დაწესებული შეზღუდვები საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება და მგზავრები ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით 3-დან 12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები