3-დან 12 მაისის ჩათვლით რუსთავსა და სხვა ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს.
შეზღუდვა მუნიციპალურ ავტობუსებსა და შიდასაქალაქო მიკროავტობუსებს ეხება.
აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
საბჭომ განიხილა ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე - საქართველოში. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევებთან ერთად, მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.