კოვიდ19 რუსთავის კიდევ ერთ სკოლაში დაფიქსირდა

2021-03-26 15:10:49

რუსთავის N26 საჯარო სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

როგორც "ინფო რუსთავს" ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორმა, ბესიკ მოსულიშვილმა განუცხადა, კორონავირუსი სასწავლო ნაწილის ოჯახის წევრს დაუდასტურდა.

ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს თავად სკოლის თანამშრომელსაც, მას უკვე გაკეთებული აქვს PCR ტესტირება და ელოდებიან პასუხს.

პრევენციის მიზნით კი სკოლა მთლიანად სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ბოლო მონაცემებით, რუსთავის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 11 სკოლა და 50 ცალკეული კლასია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები