დღეს მართმადიდებლური ეკლესია ბზობის დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება.
ამ დღესასწაულზე მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ.
როგორ აღნიშნეს ბზობის დღესასწაული რუსთავის ეკლესიებში "ინფო რუსთავი" გთავაზობთ ფოტოკოლაჟს ქალაქის მასშტაბით არსებული სხვადასხვა ტაძრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციაა ძველი ბზები ხალხმა ეკლესიებში არ მიიტანოს და თავად დაწვას, ტაძრების ეზოში ძველი ბზების პატარა გორებს მაინც ნახავდით.
ფოტოები გადაღებულია: წმ. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის, წმ. გიორგის სახელობის, წმ. ღვთისმშობლის ხარების, წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის, მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელისა და წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრებში.