როდის დასრულდება სასწავლო წელი რუსთავის სკოლებში

2021-04-24 12:20:09

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საჯარო სკოლებში სასწავლო წელი ტრადიციულად 15 ივნისს დასრულდება. მთავრობის მიერ გამოცხადებულ დასვენების დღეებს კი სკოლები ინდივიდუალური გრაფიკით აანაზღაურებენ.

„მოგეხსენებათ, ახლა ხანგრძლივი პერიოდით დასვენების დღეები გამოცხადდა. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ გარკვეულ რეკომენდაციებზე. მინდა ვუთხრა ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს, რომ სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს, იმ დღეს, რა დღესაც ტრადიციულად სრულდება ხოლმე. შესაბამისად, სწორედ იმ 6 სასწავლო დღესთან დაკავშირებით, რომელიც დასვენების დღედ გამოცხადდა, უკვე მომზადებული რეკომენდაციები დაეგზავნათ სკოლებს. იქ საუბარია, როგორ უნდა მოახდინონ იმ მიზნებს მიღწევა, რაც დაგეგმილი ჰქონდა თითოეულ სკოლას. მათ ინდივიდუალურად შეუძლიათ ორგანიზება გაუწიონ ამ პროცესს - საგაკვეთილო პროცესი გამოიყენონ, რამდენიმე საათის დამატებით; შაბათი დღე. სასწავლო დღეების და საათების გამოყენებით როგორ შეძლონ მიაღწიონ იმ შედეგს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, ყველა ეს რეკომენდაცია დეტალურად არის გაწერილი. ყველა სკოლას აქვს მიწოდებული და დარწმუნებული ვარ, ისინი, ინდივიდუალურად იმუშავებენ სასწავლო გეგმის გარშემო და 15 ივნისს ყველა სკოლა ჩვეულ რეჟიმში დაასრულებს სასწავლო პროცესს“, - აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.