საქართველოს მთავრობის მიერ 4 -14 მაისამდე გამოცხადებულ უქმე დღეებში საქალაქთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა არ შეიზღუდება.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" მთავრობის მიერ კორონავირუსისთვის შექმნილ ცხელ ხაზზე (144) განუცხადეს.
მათი თქმით, უქმე დღეების დაწესება მოხდა საჯარო სამსახურებისთვის და კერძო სამსახურებს მხოლოდ რეკომენდაცია მიეცათ. შესაბამისად, სატრანსპორტო მიმოსვლაზე შეზღდუვა არ დაწესდება და ჩვეულ რეჟიმში მოხდება მგზავრთა გადაყვანა.