რუსთავში N25 ბაგა-ბაღის აღსაზრდელს კორონავირუსი დაუფიქსირდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია, ა.ა.ი.პ რუსთავი ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა დაუდასტურა.
მისი განცხადებით, ეპიდემიის გავრცელების რისკების შესამცირებლად 2 კვირის განმავლობაში ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდება და დაიკეტება.