რუსთავში კიდევ 8 სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა დაუდასტურა.
N2, N5, N15 და N21 საჯარო სკოლებში კორონავირუსი 6 მოსწავლეს დაუდასტურდა. ხოლო N6, N7, N22 და N25 საჯარო სკოლებს ინფიცირება 4 მასწავლებელს დაუდგინდა.
ხეჩიკაშვილის განმარტებით, რვავე სკოლა სწავლების ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა. კლასები რომლებშიც ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.