"არა ნამოხვანჰესს" [photo]

2021-04-19 20:24:44

"არა ნამოხვანჰესს",- ამ ლოზუნგით რუსთავში საავტომობილო მსვლელობა გაიმართა.

რუსთავში მცხოვრებმა რიგითმა მოქალაქეებმა რიონის ხეობაში "ნამოხვანჰესის" მშენებლობა გააპროტესტეს და  საავტომობილო მსვლელობა მოაწყეს.

ხმოვანი სიგნალებითა და ავტომობილზე დამაგრებული საქართველოს დროშებით საავტომობილო კოლონამ ქალაქის ცენტრალური ქუჩები შემოიარა.

რამდენიმე დღეში რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტები სრულმასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ, რითაც რიონის მცველებს თანადგომას გამოუცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ 175 დღეა რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა "ნამოხვანჰესის" მშენებლობას აპროტესტებს.

მათი პროტესტის ადგილი თავდაპირველად ნამოხვანი იყო, სადაც მათ გაშლილი ჰქონდათ კარვებიც.

10 მარტს მომხდარი შემთხვევის შემდეგ კი, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე რიონში ჩახტა და გაუჩინარდა, სამართალდამცავებმა ჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანში კარვები დაუშალეს და ხეობაში შესასვლელი გზა ჩაკეტეს. ჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტმა ერთ კვირაზე მეტია სოფელ გუმათში გადაინაცვლა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები