რუსთავში ერთი სკოლის 3 მოსწავლეს კოვიდ19 დაუდასტურდა

2021-04-20 12:44:11

რუსთავში სწავლის დისტანციურ რეჟიმზე კიდევ ერთი სკოლა გადავიდა.

ამჯერად კორონავირუსი მე-11 სკოლის 3 მოსწავლეს დაუდასტურდა.

როგორც სკოლის დირექტორმა, გიორგი შეყილაძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, კოვიდ19 და-ძმებს დაუდასტურდათ, რომლებიც სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები არიან. ამის გამო კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სკოლა 28 აპრილის ჩათვლით მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადასულიყო.

ბოლო მონაცემებით, ქალაქის მასშტაბით 9 საჯარო სკოლაა დისტანციურ სწავლებაზე გადასული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები