რამდენი რუსთაველია კოვიდ19-ის ვაქცინით აცრილი

2021-04-13 17:41:51

რუსთავში კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინა 334 პირმა უკვე გაიკეთა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 244 პირი ბოლო ორ კვირაში კლინიკა "რუსთავში" არსებულ ამცრელ პუნქტში აიცრა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა ვაქცინაციის შემდეგ რაიმე სერიოზული გართულება ან გვერდითი მოვლენა არცერთ აცრილ პირს არ გამოვლენია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. თავდაპირველად აცრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრებში უტარდებოდათ. თუმცა ახალციხეში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდებოდა, რისთვისაც რუსთავში კლინიკა "რუსთავი" გამოიყო.

ამ დროისთვის ვაქცინის გაკეთება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა 55 წელს გადაცილებულ პირებსაც შეუძლიათ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები