რუსთავში რეგისტრირებული ქორწინებების რიცხვმა იკლო.
2020 წელს ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა წყვილმა იქორწინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით გასულ წელს რუსთავში სულ 504-მა წყვილმა იქორწინა. 2019-ში რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობა კი 810 იყო.
შემცირებულია რეგისტრირებული განქორწინების რიცხვიც.
სტატისტიკის მიხედვით 2020 წელს რუსთავში ოფიციალურად 305 წყვილი დაშორდა.