რუსთავის ბოლო 10 წლის სტატისტიკა

2020-10-25 01:05:53

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დემოგრაფიული სტატისტიკის შემდეგ კიდევ ერთ სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ.

ამჯერად რუსთავში 2010 წლიდან 2019 წლის ჩათვლით დაქორწინებულთა და განქორწინებულთა რიცხვს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ბოლო 10 წელში რუსთავში სულ 9744 რეგისტრირებული ქორწინება დაფიქსირდა. მონაცემების მიხედვით კარგად ჩანს, რომ რეგისტრირებული ქორწინებათა რიცხვი 2010 წლიდან კლებისკენ წამოვიდა, ყველაზე მეტი ქორწინება 2010 წელს იყო, 1161, ხოლო ყველაზე ცოტა 2017 წელს, 780.

ასე გამოიყურება რუსთავში ქორწინების 10 წლის სტატისტიკა:

2010 წელი - 1161 ქორწინება
2011 წელი - 1056 ქორწინება
2012 წელი - 1118 ქორწინება
2013 წელი - 1065 ქორწინება
2014 წელი - 1104 ქორწინება
2015 წელი - 1020 ქორწინება
2016 წელი - 822 ქორწინება
2017 წელი - 780 ქორწინება
2018 წელი - 808 ქორწინება
2019 წელი - 810 ქორწინება

ქორწნებისგან განსხვავებით მონაცემების მიხედვით ნათლად ჩანს, რომ 10 წლის განმავლობაში გაიზარდა რეგისტრირებული განქორწინებები. რუსთავში 2010 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სულ 3710 განქორწინების ფაქტია. ყველაზე მეტი 2019 წელს იყო, 429, ხოლო ყველაზე ნაკლები 2010 წელს, 195.

რეგისტრირებული განქორწინების 10 წლის სტატისტიკა:

2010 წელი - 195 განქორწინება
2011 წელი - 292 განქორწინება
2012 წელი - 344 განქორწინება
2013 წელი - 378 განქორწინება
2014 წელი - 382 განქორწინება
2015 წელი - 399 განქორწინება
2016 წელი - 414 განქორწინება
2017 წელი - 442 განქორწინება
2018 წელი - 435 განქორწინება
2019 წელი - 429 განქორწინება

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები