2021-04-02 19:48:23
რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 11 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 154 პირი შეამოწმდა.
გამოკვლეულებს შორის 1 პედაგოგი, 3 კი ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.
როგორც კლინიკის ხეკმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 64 პირი შემოწმდა.
პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.