კრიტიკული შეუსაბამობა რუსთავის საცხობებსა და მაღაზიაში

2021-04-02 17:24:07

რუსთავში, მარტის თვეში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 ობიექტი დააჯარიმა, აქედან 2-ს ამ დრომდე საწარმოო პროცესი აქვს შეჩერებული.

როგორც სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონულ სამმართველოში აცხადებენ, ინსპექტირების ფარგლებში, კრიტიკული შეუსაბამობა სასურსათო მაღაზიასა და საცხობებში დაფიქსირდა. ობიექტები 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ, 2 მათგანში კი საწარმოო პროცესი დროებით შეჩერებულია.

ინფორმაციისთვის, დარღვევები დაფიქსირდა რეგიონშიც. ქვემო ქართლის მასშტაბით, გეგმიური თუ არაგეგმიური კონტროლი, ჯამში, 180 ობიექტს ჩაუტარდა. აქედან, საჯარიმო სანქცია განხორციელდა 14 შემთხვევაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები