რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება შეიზღუდა

2021-04-02 10:57:17

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

რუსთავში, თბილის-წითელი ხიდის გზატკეცილის მე-17 კმ-ს მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით,10:00-დან 16:00-მდე წყლის მიწოდება შეუწყდება:

თბილისის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კერძო ბინებს, დოლიძის, ჩოხელისა და გონაშვილის ქუჩებს.