რუსთავში 161 პედაგოგი კოვიდ19-ზე გაიტესტა

2021-03-31 18:27:11

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში ქალაქში კორონავირუსზე 367 პირი შემოწმდა. გატესტილებს შორის 161 პედაგოგია, თუმცა ინფიცირება არცერთ მათგანს არ დადასტურებია.

კოვიდ19-ის სამივე შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოვლინდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 133 პირი შემოწმდა, 3-ს ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტით კოვიდ19 დაუდგინდა.

გამოკვლეულთა შორის 7 პედაგოგი და 3 ტაქსის მძღოლი იყო, მათგან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

კორონავირუსზე 234 ​პირი შემოწმდა N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, მათ შორის 154 პედაგოგი იყო, თუმცა ინფიცირება არცერთ მათგანს არ დადასტურებია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები