მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-03-30 21:22:55

1 აპრილს დღის ბოლოდან 4 აპრილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ღამის საათებში მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 1 აპრილს +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 2-3 აპრილს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე დათბება.

თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 აპრილს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 2-3 აპრილს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 1 აპრილი +15°C, 2 აპრილი +17°C, 3 აპრილი +16°C, 4 აპრილი +19°C.