რუსთავში კორონავირუსულ ინფექციაზე ბოლო 24 საათში 387 პირი გაიტესტა.
მათგან ვირუსი 8 ადამიანს დაუდასტურდა.
რვავე შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოვლინდა.
როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განაცხადა, დღის განმავლობაში კორონავირუსზე 143 ადამიანი გაიტესტა.
გამოკვლეულებს შორის 5 პედაგოგი და 3 ტაქსის მძღოლი იყო, თუმცა ვირუსი არცერთ მათგან არ დადასტურებია.
244 პირი შემოწმდა N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში. ვირუსი არცერთს არ დადასტურებია. გატესტილებს შორის 172 პედაგოგი იყო.