რუსთავში მასობრივი აცრების ცენტრის შექმნა იგეგმება

2021-03-31 11:30:36

რუსთავში მასობრივი აცრების ცენტრის შეიქმნა იგეგმება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციის პროცესი, დიდი ალბათობით, ივლისიდან დაიწყება.

"ივლისიდან დიდ ქალაქებში როგორიც არის რუსთავი თბილისი ქუთაისი  და ბათუმი გვინდა შეიქმნას მასობრივი აცრების ცენტრები, რომლთა გამტარუნარიანობა დღეში იქნება თითეულის 3000-4000 აცრა და ა.შ.

ეს იქნება შესაძლებელი, როცა შესაბამისი მარაგები ვაქცინების ქყვეყანაში გვექნება. იცით რომ მარაგები არის გარკვეულად შეზღუდული, რადგან მსოფლიო ბაზარზე არის სერიოზული დეფიციტი, მაგრამ თანდათანობით ეს პროცესი სულ უფრო და უფრო იხვეწება.

მოგეხსენებათ დღეს უკვე მსოფლიოში 560 მილიონი ადამიანია აცრილი, თუმცა ეს გახლავთ მხოლოდ ჯერ-ჯერობით 4%-მდე სამიზნესი"- ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.