2021-03-30 10:44:25
რუსთავში, მტკვარში მამაკაცს ეძებენ.
ცენტრალური ხიდის მიმდებარედ მაშველები არიან მობილიზებულები.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მაშველები მტკვარში 2 თვის წინ გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ.
შეგახსენებთ რომ 2 თვის წინ მამაკაცის პირადი ნივთები XIX მიკრორაიონის მიმდებარედ, მტკვრის პირას იპოვეს. აღნიშნურ ლოკაციაზე სამუშაოები მალევე დაიწყო თუმცა უშედეგოდ. მაშველებმა ამჯერად უკვე ცენტრალური ხიდის მიმდებარედ გადმოინაცვლეს და სამძებრო სამუშაოები სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე გაგრძელდება.
არსებული ინფორმაციით 60 წლამდე მამაკაცმა პირადი ნივთები მდინარის პირას დატოვა, მდინარეში შევიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა.