რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ტაქსი და მოტოციკლი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი. 30 წლამდე მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი.