რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ19-ზე 511 პირი შეამოწმეს, ინფიცირება კი 17-ს დაუდასტურდა.
მათგან 15-ს ვირუსი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაუდგინდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 160 პირი შემოწმდა.
გამოკვლეულებს შორის 4 პედაგოგი იყო, თუმცა ვირუსი არცერთ მათგან არ დადასტურებია.
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 351 პირი შემოწმდა.
პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.