ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2021-03-29 19:20:18

რუსთავში, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავი" თვითმხილველებმა განუცხადეს, ახალი მუნიციპალური ავტობუსი გაჩერებულ "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟია მობილიზებული.