"ფული მე მაქვს და თუ ეს ისტორია გეცნობათ, გამომეხმაურეთ" [photo]

2021-03-29 18:06:27

რუსთაველი ქალი ეძებს პიროვნებას, რომელსაც ბანკომატთან თანხა დარჩა.

როგორც "ინფო რუსთავს" ინგა გელაშვილმა განუცხადა, შარტავას გამზირზე "თი-ბი-სის" ბანკომატთან მის წინ მდგომა პირმა თანხის გამოტანა სცადა. თუმცა ბანკომატს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა თანხა დაგვიანებით გამოაგდო. ამ დროისთვის კი კაცს ტერიტორია დატოვებული ჰქონდა.

ახლა ინგა ეძებს ამ პიროვნებას, რათა მისი კუთნილი თანხა დაუბრუნოს.

"ვეძებ ადამიანს, ვინც დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე, შარტავას თბს ბანკის ფილიალის ბანკომატიდან ცდილობდა ფულის გამოტანას, მაგრამ ფულის გარეშე წავიდა, ისე უცებ გაქრა იმ ადგილიდან, ვერაფრით მივაკვლიე. სავარაუდოდ სმს მაინც მიუვიდოდა თანხის განაღდების. ბანკს უკვე მივმართე, უბრალოდ რაიმე ხელჩასაჭიდის გარეშე ვერ ახერხებენ კონკრეტული ქეისის მოძებნას. ერთი სიტყვით, ფული მე მაქვს და თუ ეს ისტორია გეცნობათ, გამომეხმაურეთ. ადამიანი ჩემს წინ იდგა და ვიზუალურად მახსოვს. ბანკომატთან კამერებიც არის და იდენტიფიცირება არ გაჭირდება. ამას იმიტომ ვწერ, რომ იქვე იყო ორი ადამინის მხრიდან მცდელობა ფულის მითვისების.

ფული ძალიან ბევრი არ არის მაგრამ არც ძალიან ცოტაა",- აცხადებს ინგა გელაშვილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები