რუსთავის ფოლკლორის სკოლას 2 ელექტრო პიანინო გადასცეს [photo]

2021-03-29 17:44:46

რუსთავის ფოლკლორის სკოლას ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით შანიძემ 2 ელექტრო პიანინო გადასცეს.

"ვიყავით თუთარჩელაში მოსულები და ორი Yamaha-ს ფირმის ელექტრო პიანინო გადავეცით. ეს არის უნიკალური პიანინო, თანამედროვე გამოწვევების მქონე. შესაბამისად, ჩვენს მოსწავლე-ახალგაზრდებს, რომლებიც დადიან სამუსიკო სკოლაში, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ უფრო მრავალფუნქციურად წამოაჩინონ თავიანთი ნიჭი",- განუცხადა "ინფო რუსთავს" სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით შანიძემ.

შანიძის თქმით, უახლოეს მომავალში ფოლკლორის სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშოებიც იგეგმება. სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი კი უახლოეს დღეებში პროექტის შესყიდვაზე ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს.