რუსთავში სასურველი ბინის მოძებნა, როგორც აგენტების, ისე ონლაინ განცხადებებით არის შესაძლებელი. უძრავი ქონების სააგენტოში აცხადებენ, რომ რუსთავში დასაგირავებელი ბინებზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა გასაგირავებელი ბინები ცოტაა.
ინფო რუსთავის ერთ-ერთი ჯგუფის "ყიდვა-გაყიდვა რუსთავში" მონაცემებით, ფასები როგორც ადგილმდებარეობის, ასევე პირობებიდან გამომდინარე იცვლება. იგივეს აცხადებენ უძრავი ქონების სააგენტოშიც.
როგორც უძრავი ქონების სააგენტოს ერთ-ერთი მფლობელი ინფო რუსთავთან აცხადებს, დაგირავების ფასები ბოლო 2-3 წელია შეიცვალა.
ქალაქის ცენტრში დაგირვების ფასი 13 ათასი დოლარიდან 17 ათას დოლარამდე მერყეობს, გააჩნია ოთახების რაოდენობასა და პირობებს.
რაც შეეხება ქალაქის გარე უბნებს, იქ 1-2 ოთახიან ბინებს 7-10 ათას დოლარადაც ნახავთ.
"ამჟამად ჩვენს სააგენტოში რუსთვის მასშტაბით დაგირავების დაახლოებით 10-მდე განცხადებაა შემოსული, უნდა ავღნიშნო, რომ წლების წინ უფრო მეტი განაცხადი იყო ხოლმე ვიდრე ბოლო 2-3 წელია. მოთხოვნა მაღალია, მაგრამ გასაგირავებელი ბინები ცოტაა. დაგირავების შემთხვევაში იპოთეკურ სესხს ან სესხის ხელშეკრულებას დებენ. უმჯობესია იპოთეკით იგირაო. იპოთეკის შემთხვევაში დამგირავებელი უფრო დაზღვეულია, რომ შემდეგ ეს თანხა უკან დაიბრუნოს. ბინის მეპატრონე შენს გარეშე ვერ გაყიდის და ვერც ვერაფერს ვერ გააკეთებს.“ - აცხადებს ერთ-ერთი სააგენტოს მფლობელი.