ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე [ვიდეო/video]
მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ფოლკსვაგენის მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. გადავარდნილი ავტომობილი რამდენიმე მეტრი ხეს დაეჯახა რომელიც მოგლიჯა და მალევე გაჩერდა.
ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა, დაშავდა 50 წლამდე ქალი, მისი გადაყვანა საავადმყოფოში მოხერხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.