კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-03-28 17:42:45

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 10 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 63 პირი შეამოწმდა.

გამოკვლეულებს შორის 15 პედაგოგი, 3 კი ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.

აღსანიშნავია, რომ კვირას რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში კორონავირუსზე ტესტირება არ ტარდება.