რუსთავში კომერციული ფართები რთულად ქირავდება

2021-03-28 13:29:50

რუსთავში ბოლო 2 წელში კომერციული ფართის გაქირავების ფასი დაახლოებით 40%-მდე შემცირდა. ამის შესახებ ინფო რუსთავს უძრავი ქონების სააგენტოში განუცხადეს. მიზეზად პანდემიას და ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ.

"ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, კომერციული ფართები რთულად ქირავდება",-აცხადებს ერთ ერთი უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენელი.

რაც შეეხება კომერციული ობიექტებს, ყიდვა-გაყიდვის, სააგენტოში ამბობენ, რომ Covid-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის პირობებში მოთხოვნა თითქმის აღარ არის.

თავად კომერციული ფართის მფლობელები ამბობენ, რომ ქალაქის არაცენტრალურ ქუჩებზე არსებულ ობიექტებს მინიმალურ ფასშიც კი ვეღარ აქირავებენ.

"ხშირად მაქვს ისეთი შემთხვევა, რომ ქირაობენ ჩემს ობიექტს და ერთ ან ორ თქვეში მიდიან რადგან ქირას ვერ მიხდიან, მიზეზი ისაა რომ გაყიდვები საგრძნობლად არის შემცირებული",-აცხადებს რუსთავში ერთ-ერთი კომერციული ფართის მფლობელი.

ყიდვა გაყიდვა-გაქირავების აგენტები აცხადებენ, რომ რაც უფრო ხალხმრავალ ადგილას მდებარეობს კომერციული ფართი, მისი ფასი უფრო მაღალია, თუმცა მოთხოვნა საგრძნობლადაა შემცირებული და ობიექტები ძნელად ქირავდება.