ქალაქი მაკეტი რუსთავთან ახლოს [ვიდეო/video]
კინოს გადასაღებად გაშენებული დასახლება.
გადაღებები რუსთავში რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა და ფილმისთვის ასევე ააშენეს მცირე დასახლება. ქალაქი მაკეტი რუსთავიდან რამდენიმე კილომეტრში, ტრიალ მინდორზეა გაშენებული.
"ვფიქრობ რუსთავს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს კინო მიმართულებით, იმიტომ რომ რუსთავში არის ძალიან ბევრი ისეთი უნიკალური ლოკაცია, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში არსად მსგავსი არ მოიძებნება", - განაცხადა გადაღებების მიმდინარეობის დროს ლაშა ჭიტაძემ "ინფო რუსთავთან".
ბრიტანული ფილმის, „ზეციური ქალბატონის“ გადაღებები 2019 წელს რუსთავის გარდა ვაზიანის სამხედრო ბაზის, ნავთლუღისა და ჯიქიას ქუჩის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით ფილმზე მუშაობა პანდემიის გამო შეჩერდა და სავარაუდოდ მალე გაგრძელდება.
კინოს გადასაღებად გაშენებული დასახლებას კი "ინფო რუსთავმა" თქვენთვის გადაიღო - ნახეთ ვიდეო.