ბრიტანული ფილმის გადაღება რუსთავში [video]

2019-10-26 00:36:44

"სარკე სტუდიამ", რუსთავში, ბრიტანული ფილმის "ზეციური ქალბატონის“ (Lady Of Heaven) ეპიზოდების გადაღება დღეს დაიწყო და დაასრულა. [ვიდეო/video]

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას პროექტის პროდაქშენ მენეჯერმა ლაშა ჭიტაძემ განაცხადა, ძველი რუსთავის არქიტექტურასა და დღევანდელი სირიის ერთ-ერთ ქალაქს შორის მსგავსებაა, ამიტომ გადაღებებისთვის, რუსთავში, რამდენიმე ლოკაცია შეირჩა.

"ვფიქრობ რუსთავს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს კინო მიმართულებით, იმიტომ რომ რუსთავში არის ძალიან ბევრი ისეთი უნიკალური ლოკაცია, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში არსად მსგავსი არ მოიძებნება", - განაცხადა ლაშა ჭიტაძემ.

"ზეციური ქალბატონის“ ეპიზოდის გადაღებებში, მეორე ხარისოვანი როლსთვის 100-მდე რუსთაველი მსახიობი დაასაქმეს, მათ შორის არიან ბავშვებიც.

ისტორიული ფილმის ეპიზოდები, ლეონიძის ქუჩაზე და რკინიგზის სადგურის წინ არსებულ მოედანზე გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანული ფილმის, „ზეციური ქალბატონის“ გადაღებები საქართველოში 26 აგვისტოდან დაიწყო. გადაღებები ვაზიანის სამხედრო ბაზის,​ ნავთლუღისა და ჯიქიას ქუჩის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.