რუსთაველები რუსთავში ვერ ბრუნდებიან.
"ინფო რუსთავას" მგზავრები დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ სპორტის სასახლესთან, მიკროავტობუსების სადგომზე, ათობით მგზავრი ტრანსპორტის მოლოდინშია. მათი თქმით, უკვე ნახევარი საათია ადგილზე ტრასპორტი არ გამოჩენილა.
"ინტერტრანსში" აცხადებენ, რომ რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საავტომობილო საცობია, რის გამოც მიკროავტობუსები დროულად ვერ მივიდნენ სადგურზე. კომპანიის ინფორმაციით, ბოლო მიკროავტობუსი რუსთავის მიმართულებით 19:30 საათზე გამოვა და ქალაქში ყველა მგზავრს დააბრუნებენ.