რუსთავის N33 ბაგა-ბაღის აღსაზრდელს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ინფიცირება თავდაპირველად ბავშვის ოჯახის წევრს დაუდგინდა, რის შემდეგაც გაიტესტა მცირეწლოვანი და კორონავირუსი მასაც აღმოაჩნდა.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, N33 ბაღი სააღმზღდელო პროცეს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.