კოვიდ19-ზე რუსთავში 302 პირი შემოწმდა

2021-03-25 17:38:48

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათგან 10 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 151 პირი შემოწმდა.

გამოკვლეულთა შორის 12 პედაგოგი და 6 ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.

ვირუსზე 151 ​პირი შემოწმდა N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, კორონავირუსი კი 8-ს დაუდგინდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები