კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-03-24 17:26:43

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათგან 8 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 126 პირი შემოწმდა, სადაც ვირუსი 7-ს ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტით, ხოლო 1-ს PCR-ით დაუდგინდა.

გამოკვლეულთა შორის 2 პედაგოგი და 5 ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.

ვირუსზე 76 ​პირი შემოწმდა N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, კორონავირუსი კი 6-ს დაუდგინდა.